მთავარი

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო. ამ ბლოგზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას სწრაფი კვების შესახებ.
პროექტში განხილულია თუ რამდენად პოპულარულია სწრაფი კვება საქართველოში, ახალგაზრდების დამოკიდებულება სწრაფი კვებით, ასევე ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები.
ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას სწრაფი კვების მიღების მავნე მაჩვენებლებზე

სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.წყარო:


No comments:

Post a Comment